Friday, January 25, 2019
2018 წლის ოქტომბერი
"აზრობრივი რუკის" შედგენა
საგაკვეთილო თემის, ადამიანის სხეულისა და მისი ნაწილების, შესწავლის დროს მოსწავლეები გაეცნენ, რომ სიჯანსაღისთვის მხოლოდ მოვლა და გაფრთხილება არაა საკმარისი. "აზრობრივი რუკის" შედგენით გაარკვიეს, რომ ზრდა-განვითარებისა და გაკაჟებისთვის ასევე სასურველია ფიზიკური ვარჯიში.
წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე მოსწავლეები წერენ იმ პირობას, რაც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამაგრებენ დაფაზე.
Sunday, January 13, 2019
2018 წლის მარტი
საგაკვეთილო აქტივობა: "მე მიყვარს ჩემი გარემო"
II-IV კლასი
გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
- ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
- არის თუ არა შესაძლებელი, თავიდან ავიცილოთ ჰაერის, წყლის, გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით შეასრულეს დავალება და მოახდინეს მისი პრეზენტაცია
Subscribe to:
Posts (Atom)