Friday, May 3, 2019

მცენარის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება

 თუ რა გავლენას ახდენს მცენარის თესლის აღმოცენებაზე და ზრდა-განვითარებაზე გარემო პირობები განვახორციელეთ შემდეგი აქტივობა: თეფშზე დავთესეთ ხორბალი, და ვაკვირდებოდით თესლის გაღივებასა და აღმოცენებას, ასევე აღმონაცენის ზრდა-განვითარებას. დაკვირვების შედეგებს მოსწავლეები ინიშნავდნენ დაკვირვების დღიურში; კერძოდ, როდის დაიწყო მცენარემ აღმოცენება, როგორ ვითარდებოდა, ასევე აწარმოებდნენ გაზომვებს. უნდა აღვნიშნო რომ თვითონვე ზრუნავდნენ აღმონაცენზე.

  ხორბლის თესვა. 

                             

         აღმონაცენის გაზომვა.         

          

   

                                    

                                                

                                                             ჩვენი ჯეჯილი
                                    

                                               წითელი კვერცხებით დამშვენებული                                                                                                ჩვენი სააღდგომო ჯეჯილი.

III კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების - ნაკრძალების და ეროვნული პარკების შესახებ.შექმნეს  კედლის გაზეთი სახელწოდებით „საქართველოს დაცული ტერიტორიები“. დაიტანეს ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ. ეს აქტივობა განხორციელდა მარტის თვეში.
                                                                               

                                                                                   


                      

Thursday, March 7, 2019

22.02.2019                                    ამინდის ელემენტების შესწავლა

   მე-3 კლასის მოსწავლეებმა ამინდის ელემენტების შესწავლის დროს დაამზადეს ფლუგერი, რითაც დააკვირდნენ ქარის მიმართულებას. ასევე შეავსეს ამინდზე დაკვირვების ცხრილი. 
    თავდაპირველად ერთად დაამზადეს ამინდის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი:ღრუბელი, მზე, წვიმა, ქარი, თოვლი. ერთი კვირის მანძილზე აკვირდებოდნენ ამინდს, ინიშნავდნენ მონაცემებს. კვირის ბოლოს კი პირობითი ნიშნების გამოყენებით შეავსეს ცხრილი. დაითვალეს რამდენი მზიანი, ქარიანი, ღრუბლიანი ამინდი იყო.

                                              



  

  

                                

Friday, January 25, 2019

   
            2018 წლის ნოემბერი                             
                                   
                                         მცენარის ძირითადი ნაწილების შესწავლა

       მოსწავლეები აკვირდებიან სხვადასხვა მცენარის ფესვს და არჩევენ ერთმანეთისგან მთავარ და ფუნჯა ფესვებს, ამზადებენ ჰერბარიუმს.
       
    


                                        
      


მოსწავლეები  ლუპით აკვირდებიან მცენარის ღეროსა და ფოთოლში წყლის მოძრაობას



                                                                                                      



              
                                                   



                                                              

                                                  

  2018 წლის ოქტომბერი
                                               

                                             "აზრობრივი რუკის" შედგენა
  
     საგაკვეთილო თემის, ადამიანის სხეულისა და მისი ნაწილების, შესწავლის დროს მოსწავლეები გაეცნენ, რომ სიჯანსაღისთვის მხოლოდ მოვლა და გაფრთხილება არაა საკმარისი. "აზრობრივი რუკის" შედგენით გაარკვიეს, რომ  ზრდა-განვითარებისა და გაკაჟებისთვის ასევე სასურველია ფიზიკური ვარჯიში.
     წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე მოსწავლეები წერენ იმ პირობას, რაც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამაგრებენ დაფაზე.


                                              




                                              






                                              



                                       
                                                 
        
                                           


Sunday, January 13, 2019


                                
   2018 წლის მარტი                                         

  საგაკვეთილო აქტივობა: "მე მიყვარს ჩემი გარემო"
   
                                                                  II-IV კლასი

         გაკვეთილზე მოსწავლეებმა  იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
  • ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
  • არის თუ არა შესაძლებელი, თავიდან ავიცილოთ ჰაერის, წყლის, გარემოს დანაგვიანება?
  • არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
  • როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
        მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

       მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი პლაკატი, სახელწოდებით, "მე მიყვარს ჩემი გარემო". პლაკატის შექმნის მთავარი მიზანია, თანატოლებს მიაწოდონ ინფორმაცია , თუ როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო დანაგვიანებისგან.
                                                                               













                                                             
                                                                               














მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით შეასრულეს დავალება და მოახდინეს მისი პრეზენტაცია